იტალიის ნაკრების მეკარე სალვატორე სირიგუ კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და 35 წლის კარის დარაჯი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
სირიგუ „ნაპოლისთან“ 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით სეზონში 700 000 ევროს მიიღებს.
იტალიური მედია წერს, რომ „ნაპოლის“ სირიგუ, რომელიც ბოლოს „ჯენოაში“ ირჯებოდა, მეორე მეკარედ სურს, ალექს მერეტი გუნდს დატოვებს, ხოლო პირველი მეკარის კანდიდატურა ნეაპოლელებს ორი კიპერი ჰყავთ - კეპა არისაბალაგა და კეილორ ნავასი.
სალვატორე სირიგუს „პალერმოში“, პსჟ-ში, „სევილიაში“, „გალათასარაისა“ და „ტორინოში“ უთამაშია, შარშან კი იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.