ფეხბურთი

17:00 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიან რუისი პსჟ-ში გადავა

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ფაბიან რუისი კარიერას დიდი ალბათობით, „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეები თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და „ნაპოლი“ 25 მილიონ ევროს მიიღებს. გარიგება სავარაუდოდ, ხვალ დაიხურება. ესპანელს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, რომლის განახლებაზე უარს ამბობს, რის გამოც იტალიელები იძულებული არიან წელს გაყიდონ, ვიდრე გაისად უფასოდ დაკარგონ.

ფაბიან რუისი „ნაპოლიში“ 2018 წლიდან თამაშობს და 166 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბეტისისა“ და „ელჩეს“ ღირსებას იცავდა.

0.122675