ფეხბურთი

12:50 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდს დაუკავშირეს

ფრანგული „მეცისა“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ინგლისური „ბარნლის“ ინტერესის სფეროშია. ინფორმაცია ალან ნიქსონმა გაავრცელა.

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი იტყობინება, ვინსენ კომპანის გუნდი 21 წლის ქართველი თავდამსხმელით დაინტერესებულია, თუმცა, ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

„ბარნლი“ ამჟამად ჩემპიონშიფში ასპარეზობს და ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა. მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში გიორგი მიქაუტაძეს 9 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. მან ბოლო ორი სეზონი იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა, სადაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

0.119224