ბუდუ ზივზივაძე ისევ შეუჩერებელია. 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ისევ გაიტანა. უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში "ფეჰერვარმა" "ჰონვედი" 4:0 დაამარცხა.
ბუდუ "ფეჰერვარის" თადარიგში იყო, მოედანზე 70-ე წუთზე გამოვიდა და 84-ე წუთზე ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ზივზივაძე ბრწყინვალე ფორმაშია. მან კონფერენს ლიგაზე 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა. უნგრეთის ჩემპიონატში კი, მის ანგარიშზე 2 მატჩში 1 გოლია. ბუდუს ახალ სეზონში 5 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.