საზაფხულო შესვენების შემდეგ ინგლისის პრემიერლიგა განახდლა და თანაც, საინტერესო მატჩებით. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ეს სეზონიც არადამაჯერებლად დაიწყო. მანჩესტერლებმა "ოლდ ტრაფორდზე" "ბრაიტონს" უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ. "ბრაიტონმა" პირველი ტაიმი გროსის დუბლით 2:0 მოიგო.
მეორე ტაიმში მაკ ალისტერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ "წითელმა ეშმაკებმა" მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ერიკ ტენ ჰააგის ოფიციალური დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარუმატებელი გამოდგა.
"ლესტერი" "ბრენტფორდს" დაუზავდა - 2:2. "მანჩესტერ სიტიმ" "ვესტ ჰემი" 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი "სიტის" ახალწვეულის ერლინგ ჰაალანდის ანგარიშზეა.
სხვა შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:
ევერტონი - ჩელსი 0:1
ბორნმუთი - ასტონ ვილა 2:0
ლიდსი - ვულვზი 2:1
ნიუკასლი - ნოტინგემ ფორესტი 2:0
ფულჰემი - ლივერპული 2:2
კრისტალ პალასი - არსენალი 0:2