საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრებს სენსაციების გარეშე არ ჩაუვლია. თბილისური კლუბების "დინამოსა" და "ლოკომოტივის" სარეზერვო გუნდებმა, რომელთა ძირითადი ბირთვიც ამ კლუბების აკადემიის აღსაზრდელებითაა დაკომპლექტებული, ეროვნული ლიგის წარმომადგენლები დაამარცხეს.
თბილისის "დინამო 2"-მა დაძაბულ ბრძოლაში ბოლნისის "სიონი" დაამარცხა 3:2. "ლოკომოტივი 2"-მა კი, წლევანდელი ეროვნული ლიგის სეზონის მთავარი აღმოჩენა, ევროსარბიელისთვის მებრძოლი "სამგურალი" 1:0 დაამარცხა.
სხვა შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა
გარეჯი - თელავი 0:1
გარდაბანი - რუსთავი 1:8
გურია -ფოთი 1:0
სამეგრელო - მერანი მარტვილი 1:8
სამტრედია - დინამო თბილისი 1:2
შუქურა -გაგრა 2:0
ვარკეთილი - საბურთალო 2 2:0
ზანა - ცხუმი 1:0
მერანი თბილისი - სპაერი 2:2 (პენლებში მოიგო სპაერმა)
ვიტ ჯორჯია 2 - ტორპედო 1:2