ფეხბურთი

13:15 | 7.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის დინამოს თურქული კომპანია ყიდულობს?

უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ "პაიდესთან" მარცხის და ევროტურნირებიდან გამოვარდნის შემდეგ, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ მზადაა კლუბის აქტივები გაყიდოს.

ამის შემდეგ, არაერთ დაინტერესებულ პირზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინტერესებული იყო "დინამოს" შეძენით. მათ შორის, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელსა და ამჟამად თბილისის მერ კახა კალაძეზეც დაიწერა.

რამდენიმე წუთის წინ, მედიაგამოცემა "Geo team"-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის "დინამოს" შეძენით თურქული კომპანია Alagoz holding-ია დაინტერესებული.

აღნიშნული კომპანია ახალ სეზონში თურქული "ანკარაგუჯუს"-ს გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონი ევრო მისცეს. ასევე, Alagoz Holding თურქული ფენერბაჰჩეს საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია. რაც შეეხება საქმიანობას, Alagoz Holding თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070394
სარეკლამო ადგილი - 99
X x X