ფეხბურთი

14:15 | 7.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას თანაგუნდელი შესაძლოა პსჟ-ში აღმოჩნდეს

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი "პსჟ"-ს სურს. იტალიური Corriere dello sport იტყობინება, რომ ფაბიან რუისი უახლოეს პერიოდში "ნაპოლის" დატოვებს და კარიერას პარიზულ კლუბში გააგრძელებს.

26 წლის ესპანელ ნახევარმცველს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ რუისს კლუბის დატოვება სურს. ნეაპოლელებიც არ არიან დიდად წინააღმდეგი. მათ ურჩევნიათ ესპანელი ახლა გაყიდონ, ვიდრე მომავალ წელს მან კლუბი უფასოდ დატოვოს. ფაბიან რუისმა სერია ა-ს გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

გავლენიანი იტალიური გამოცემის მიხედვით პარიზელები ესპანელში 25 მილიონი ევროს გადახდას 2027 წლამდე კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ.

0.11424