ფეხბურთი

13:25 | 7.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგულმა გამოცემამ მიქაუტაძე გამოარჩია

ფრანგულმა გამოცემა OUEST FRANCE-მა საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე ფეხბურთელებზე ვრცელი სტატია დაწერა და ის მოთამაშეები გამოარჩია, რომლებსაც ლიგა 2-ის მომავალ სეზონში გულშემატკივრები განსაკუთრებულად უნდა დააკვირდნენ. სასიამოვნოა, რომ მათ შორისაა საქართველოს ნაკრების და "მეცის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე.

"ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ქართველი გიორგი მიქაუტაძეა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი მეხუთე წელია (2017 წლიდან) "მეცის" ღირსებას იცავს, მაგრამ იგი ბელგიურ "სერენში" იყო განათხოვრებული და იუპილერ ლიგასა თუ პირველ ლიგაში კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მიქაუტაძეს ნიანის, გუაიესა და ები ჯალოუს მსგავსად მთელი სეზონის განმავლობაში დააკვირდებიან."-წერს ფრანგული გამოცემა

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში უკვე მოასწრო გატანა. პირველი ტურის შეხვედრაში მისმა "მეცმა" "ამიენი" 3:0 დაამარცხა. მომდევნო მატჩს ქართველი თავდამსხმელის გუნდი დღეს "კაენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.120034