თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - გვამცნობს Calciomercato.
29 წლის ფეხბურთელისადმი ინტერსს „სამპდორია“ და „მონცა“ იჩენენ.
გასულ სეზონში იკარდიმ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 30 მატჩში 5 ბურთი გაიტანა. პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა კი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
ფრანგული მედია წერს, რომ იკარდი პსჟ-ის ახალი მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს.