„ბარსელონას“ ძვირადღირებული ტრანსფერების შემდეგ სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვა სჭირდება და კატალონიელები მზად არიან ფეხბურთელები გაყიდონ.
ერთ-ერთი მათგანი, ვისთან შელევასაც „ბარსა“ არ გამორიცხავს ჟერარ პიკეა, თუმცა, ესპანელი მცველი მშობლიური კლუბიდან წასვლას არ აპირებს. As-ის ინფორმაციით, პიკე მზადაა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლოს.
შეგახსენებთ, რომ ჟერარ პიკეს „ბარსელონას“ გარდა „სარაგოსასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უთამაშია, თუმცა 2008 წლიდან „ბლაუგრანას“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.