ავტოსპორტი

21:40 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ძანარდი ისევ ჰოსპიტალში აღმოჩნდა, ამჯერად ხანძრის გამო

სახელოვან იტალიელი მრბოლი ალექს ძანარდი კვლავ ჰოსპიტალში აღმოჩნდა. ამჯერად მიზეზი მის სახლში გაჩენილი ხანძარია. ოღონდ ბედად, ის არ დაზარალებულა და ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო კურსის გასაგრძელებლად დააბრუნეს.

ძანარდიმ 2001 წელს, გერმანიის ლაუზიცრინგზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მძიმე ტრავმები მიიღო და ორივე ფეხი დაკარგა. მაგრამ სპორტული აქტივობა ამის შემდგაც გააგრძელა. ავტო რბოლების გარდა, ხელის ველოსიპედითაც ასპარეზობდა და ამ სახეობაში, ოთხი პარალიმპიური ოქრო მოიპოვა და 12-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

მეორე მძიმე ავარია, 2020 წელს, ვარჯიშის დროს შეემთხვა, როდესაც სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. სწორედ ამ ავარიისას მიღებულ ტრავმებს მკურნალობდა. მერე კი შინ გამოწერეს და იქ გააგრძელა რეაბილიტაცია.

ხანძარი სახლის სახურავზე, მზის პანელების გაყვანილობას გაუჩნდა. ცეცხლმა ის მოწყობილობები გაანადგურა, რომლებიც ძანარდის შინ მკურნალობისთვის სჭირდებოდა. ჰოსპიტალში სწორედ ამის გამო დააბრუნეს. თავად მრბოლი ამჯერად არ დაზიანებულა.

0.117721