ფეხბურთი

11:24 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ „რომაში“ ვეინალდუმის ხელფასის 40 პროცენტს გადაიხდის

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი, იტალიურ „რომაში“ გადასვლასთან ახლოსაა - წერს ტვიტეში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ცნობით, რომაული კლუბი ნიდერლანდელს იჯარის წესით დაიმატებს, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ვეინალდუმი სეზონის განმავლობაში მატჩების 50 პროცენტზე მეტს ითამაშებს და „რომა“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ამასთან, ხელფასის 40 პროცენტს ჟორჟინიოს პსჟ გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმი პარიზულ კლუში შარშან ზაფხულს გადავიდა „ლივერპულიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.

0.140492