ფეხბურთი

21:59 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კასპერ შმეიხელისა და "ლესტერის" 11-წლიანი ურთიერთობა დასრულდა

ახლა უკვე ოფიციალურად, კასპერ შმეიხელისა და „ლესტერ სიტის“ 11-წლიანი ურთიერთობა ოფიციალურად დასრულდა.

დანიელი მეკარე ფრანგულ „ნიცას“ შეუერთდა, რომელთანაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად, ამიერიდან ლიგა 1-ში ითამაშებს.

შმეიხელი „ლესტერის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს და 479 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო 2016 წელს „მელიებთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა. სკანდინავიელი მანამდე „მანჩესტერ სიტიში“, „დარლინგტონში“, „ბერიში“, „ფალკირკში“, „კარდიფ სიტიში“, „ქონენთრი სიტიში“, „ნოთს ქაუნთისა“ და „ლიდსში“ თამაშობდა.

აქვე გეტყვით, რომ „ნიცამ“ ბოლო ორ დღეში შმეიხელის გარდა „ემპოლიდან“ მატია ვიტი და უელსის ნაკრების ნახევარმცველი აარონ რემზი დაიმატა.

0.118978