სხვა

19:37 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების კარატეს კლუბი აშშ-ში საუკეთესოთა შორის დაასახელეს

ფილადელფიის საუკეთესო სპორტულ კლუბებს შორის ქართველი კარატისტების, გიორგი ელიზბარაშვილის და მამუკა გელაძის მიერ დაარსებული კარატეს კლუბი Philly Karate Club-ია, ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Kevsbest-ი წერს. გამოცემამ ფილადელფიის TOP 5 სპორტული კლუბი შეადგინა, სადაც მე-5 ადგილს ქართველების კლუბი იკავებს.

Philly Karate Club - საუკეთესო მწვრთნელებით და ინვენტარით აღჭურვილი კლუბია, რომელიც გთავაზობთ საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებს. პროფესიონალი მწვრთნელები საბრძოლო ხელოვნების შესწავლასთან ერთად, ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, - აღნიშნულია Kevsbest-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

გიორგი ელიზბარაშვილმა და მამუკა გელაძემ კარატეს კლუბი Philly Karate Club ხუთი წლის წინ დაარსეს და სხვადასხვა ასაკის ადამაინებს შეუძლიათ ვარჯიში. ქართველებისთვის ვარჯიშები ქართულ ენაზე ტარდება, რაც აშშ-ში მცხოვრებ ბავშვებს მშობლიური ენის უკეთ შესაწავლაში ეხმარებათ.

0.124193