ფეხბურთი

18:36 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მწვრთნელი: "კვარაცხელიამ უნდა გააცნობიეროს, რომ სხვებზე ძლიერი არ არის"

„ნაპოლის“ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას ჯერჯერობით უმეტესად აქებენ, როგორც სპეციალისტები, ისე „ნაპოლის“ გულშემატკივრები. თუმცა, გამოჩნდა ისეთი ადამიანიც, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული მოსაზრება დააფიქსირა.

ფიზმომზადების იტალიელმა მწვრთნელმა ეუჯენიო ალბარელამ განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ კვარაცხელიაზე ცუდი ფეხბურთელები არ არიან და ეს 21 წლის ქართველმა უნდა გააცნობიეროს, რომ თამაშში უფრო გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

„კვარაცხელიამ ვერ გააცნობიერა, რომ მისი ყველა თანაგუნდელი მასზე მეტ-ნაკლებად ძლიერები არიან. ხშირად ვხედავ, რომ მას ბურთთან ზედმეტი შეხება აქვს, რის გამოც თავდამსხმელებს პასს უდროო დროს უკეთებს. რა თქმა უნდა, სპალეტი ამ საკითხზე უკვე მუშაობს. როგორც ჩანს, მას სურს თავისი უნარები წარმოაჩინოს, მაგრამ ეს შეცდომაა! ის უფრო საკვანძო და გადამწყვეტი მოთამაშე უნდა იყოს“, - თქვა ალბარელმა.

შეგახსენებთ, რომ პრესეზონის ოთხ ამხანაგურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.125591