2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის საპატივცემულოდ, კანადაში მყოფმა ქართულმა დიასპორამ გარდაცვლილი სპორტსმენის ოჯახს საპატიო ჯილდო გადასცა.
აღნიშნული ღონისძიება კანადაში მყოფი ქართული დიასპორის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და დიასპორის ელჩმა მიმართეს. საპატიო მედალი ნოდარის დას მარიამ ქუმარიტაშვილს გადაეცა.
შეგახსენებთ, ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის 12 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა, როდესაც უინსტლერის ტრასაზე საცდელი დაშვებისას ციგა ვეღარ დაიმორჩილა და რკინის ბოძს შეასკდა. ქუმარიტაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.