ავტოსპორტი

4:05 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარ პიასტრი „ალპინთან“ კონტრაქტის გაფორმებას უარყოფს

ფორმულა 2-ის ავსტრალიელი ჩემპიონი და „ალპინის“ სარეზერვო პილოტი ოსკარ პიასტრი უარყოფს, რომ ფრანგულ გუნდთან, მომავალი სეზონისთვის კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად, არც მისი მანქანით ასპარეზობას აპირებს.

21 წლის პიასტრის „ასტონ მარტინში“ გადასული ფერნანდო ალონსოს ადგილი უნდა დაეკავებინა. მაგრამ ის ამბობს, რომ „ალპინთან“ კონტრაქტი არ გაუფორმებია და ამას არც აპირებს.

ალონსომ თავისი გადასვლის შესახებ, საზაფხულო არდადეგების პირველივე დღეს გამოაცხადა და ბევრი გააოცა. თუმცა პიასტრის განცხადება კიდევ უფრო მოულოდნლი იყო, რადგან ფ2-ის ჩემპიონისთვის, „ალპინი“ ფ1-ში სადებიუტოდ შესანიშნავი ვარიანტი იყო. თანც, ის ამ გუნდის სარეზერვო პილოტია.

„ალპინმა“ რომ პიასტრისთან კონტრაქტის შესახებ გამოაცხადა, თან პილოტის კომენტარი არ დაურთავს, რამაც ბევრი გააოცა. მალე კი ამის მიზეზიც გაირკვა. მან განაცხადა, რომ სულ სხვა გეგმა აქვს. კონტრაქტის გაფორმებაც უარყო და თან დაამატა, რომ „ალპინთან“ დარჩენას არ აპირებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ პიასტრის წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს „მაკლარენთან“. არადა, ამ გუნდს ოფიციალურად ვაკანსია არ გამოუცხადებია. მისი პილოტები არიან ავსტრალიელი დანიელ რიკარდო და ბრიტანელი ლანდო ნორისი.

რიკარდო აშკარად ცუდ სეზონს ატარებს და ამის გამო, ბევრმა მისი წასვლა ივარაუდა კიდეც, მაგრამ ავსტრალიელმა ეს უარყო. სხვათა შორის, უოკინგელებთან ის „რენოდან“ (ახლანდელი ალპინიდან) გადავიდა. ამჟამად ეს ორი გუნდი კონსტრუქტორთა ჩემპიონატში, მეოთხე ადგილისთვის იბრძვის.

ფორმულა 1-ს აქვს კონტრაქტების აღიარების საბჭო, სადაც მსგავსი სადაო საკითხები განიხილება ხოლმე და დიდი ალბათობით, პიასტრის საკითხიც იქ გადაწყდება. „ალპინს“ პიასტრისთან ახლანდელი კონტრაქტით, აქვს იმის უფლება, რომ ავსტრალიელი თავისთან დაიტოვოს.

0.119557