ფეხბურთი

23:03 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი სერბეთში არ მიდის

ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი იწერება ბათუმის "დინამოს" ლიდერების ზურიკო დავითაშვილის და ირაკლი აზაროვის შესახებ, რომ ისინი აჭარულ კლუბს ტოვებენ. ის, რომ ამ ფეხბურთელებით სხვადასხვა უცხოური გუნდები არიან დაინტერესებულნი მათმა აგენტმა მამუკა ჯუღელმაც დაადასტურა, თუმცა კონკრეტული კლუბები არ დაუსახელებია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი აზაროვი და ზურიკო დავითაშვილი მალე ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" შეუერთებოდნენ. დღეს დაიწერა "პარტიზანზეც". აზაროვის სერბულ გუნდში ტრანსფერი საკმაოდ რეალურია, მაგრამ დავითაშვილი სერბეთში არ გადავა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა Matchday-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ზურიკოზე არც "ცრვენა ზვეზდასგან" და არც "პარტიზანისგან" წინადადება არ მიუღიათ და მედიაში გავრცელებული ინფორმაციები ტყუილია.

ტატო ნიკურაძე

0.130796