კალათბურთი

15:35 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე აფრიკულ გუნდში დიქსონთან ერთად ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების რეკორდსმენი გიორგი ცინცაძე კარიერას აფრიკის საუკეთესო გუნდში, აფრიკის საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის "მონასტირის" შემადგენლობაში გააგრძელებს. ქართველი გამთამაშებლის ტრანსფერი ტუნისურმა კლუბმაც დაადასტურა.

36 წლის ქართველი კალათბურთელი, რომელსაც ტრავმის გამო დიდი ხანია არ უთამაშია, აფრიკულ გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ცინცაძის კარიერაში "მონასტირი" 26-ე კლუბია. ამ კლუბის ღირსებას ქართველებისთვის კარგად ნაცნობი მაიკლ დიქსონიც იცავს, რომელსაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც აქვს ნათამაშები.

"მონასტირი" 1959 წელს დაარსდა, კლუბს ისტორიის განმავლობაში 7-ჯერ აქვს მოგებული ტუნისის ლიგა, 4-ჯერ ტუნისის თასი, ერთხელ ტუნისის ფედერაციათა თასი, აფრიკის ლიგა და აფრიკის საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა.

ტატო ნიკურაძე

0.102938