ათასობით ადამიანი დაესწრო ლუის სუარესის პრეზენტაციას „ნასიონალის“ სტადიონზე. ისინი ურუგვაელი ვარსკვლავის სახელს გაჰყვიროდნენ და მის მაისურებს აფრიალებდნენ.
35 წლის სუარესს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ წლეულს, 30 ივნისს დაუმთავრდა კონტრაქტი და თავისუფალი აგენტი გახდა. 27 ივლისს კი მან გამოაცხადა, რომ მონტევიდეოში, თავის მშობლიურ კლუბ „ნასიონალში“ ბრუნდებოდა.
სუარესმა „ნასიონალი“ 2006 წელს დატოვა და ნიდერლანდულ „გრონინგენში“ გადავიდა. შემდეგ იყო „აიაქსი,“ „ლივერპული,“ „ბარსელონა,“ „ატლეტიკო“ და ახლა ისევ „ნასიონალი.“