ფეხბურთი

1:20 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ დაღუპული მაშველის შვილს მიმართა: "რომ ჩამოვალ, მაისურს გაჩუქებ და ერთმანეთი გავიცნოთ"

„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუდაურში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას შვილს მიმართა და გაამხნევა.

„ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ყველაფერს უნდა გაუძლო და ყველაფერი კარგად იქნება. შენ ძლიერი ადამიანი ხარ და მამაშენსაც გაუხარდებოდა, რომ შენ ძლიერად და მაგრად ყოფილიყავი. ის ყოველთვის თვალს გადევნებს, ამიტომ ყველაფერში ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ოცნება აიხდინო. გაუძელი, ძლიერად დარჩი, არასდროს დანებდე და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. რომ ჩამოვალ, ჩემს მაისურს გაჩუქებ და ერთმანეთიც კარგად გავიცნოთ, მე შენს გვერდში ვარ“, - თქვა კვარაცხელიამ ვიდეომიმართვაში.

0.12024