ფეხბურთი

0:07 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი "ბარსელონადან" წასვლას არ აპირებს, სანამ ხელფასის ვალს არ გადაუხდიან

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონსაც „კამპ ნოუზე“ გაატარებს.

Sport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ დატოვებას არ აპირებს, სანამ სახელფასო დავალიანებას არ გადაუხდიან. უცნობია რა ოდენობის ვალი აქვს ესპანურ გრანდს დე იონგის მიმართ.

გასულ სეზონში ფრენკიმ 45 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მის მიმართ სერიოზულ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენდა.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონამ“ დე იონგი 2019 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ 75 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.11361