საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველივე ტურში გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალედ ითამაშა. „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ამიენი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო.
მიქაუტაძემ 44-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. 48-ე წუთზე კი საჯარიმოში იბრაჰიმა ნიანე მოძებნა, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანაში დაეხმარა და გოლს შედეგიანი პასიც დაუმატა.
ქართველი ფორვარდი 77-ე წუთზე შეცვალეს. მოგეხსენებათ, მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2025-წლამდე აკავშირებს, მან გასული ორი სეზონი, როცა „მეცი“ ლიგა 1-ში იყო, იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა, სადაც თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და ფრანგებმაც უკან დაიბრუნეს. სხვათა შორის, სპეციალისტები „მეცს“ ლიგა 2-ის ერთ-ერთ ფავორიტად და აღზევების კანდიდატად მიიჩნევენ.
ლასლო ბოლონის გუნდმა სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, ხოლო მეორე ტურში 8 აგვისტოს, სტუმრად „კაენს“ შეხვდება.