ლონდონის „არსენალი“ ახალ სეზონს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება. მიკელ არტეტას გუნდმა ემირეითსის თასზე, რომელიც „არსენალის“ მონაწილეობით სიმბოლურად ყოველ წელს თამაშდება, „სევილია“ 6:0 გაანადგურა.
„მეთოფეებს“ შესანიშნავად მოერგო გაბრიელ ჟესუსი, რომელიც მოედანს პრაქტიკულად უგოლოდ არ ტოვებს. „მანჩესტერ სიტის“ ექსფორვარდმა ესპანელთა წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
შედეგიანი თამაში ჰქონდა ბუკაიო საკასაც, რომელმაც დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნკეტიას გოლით დაფიქსირდა. გავიხსენოთ, რომ ერთი კვირის წინ „არსენალმა“ ლონდონის „ჩელსიც“ გაანადგურა, თუმცა უფრო მოკრძალებული ანგარიშით - 4:0.
აქვე გეტყვით, რომ ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგის პირველ ტურში 5 აგვისტოს, სტუმრად „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.