კალათბურთი

17:22 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U18 ნაკრებმა მეორე შეხვედრაც დიდი ანგარიშით მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზეა (+VIDEO)

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ პლოეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა. ჩვენი ქვეყნის გუნდის მეტოქე ნორვეგიის ნაკრები იყო, რომელსაც დავით როგავას და კახა ტომარაძის მომზადებულმა გუნდმა 20-ქულიანი სხვაობით, 71-51 აჯობა.

პირველ მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრები 11 ქულით ჩამორჩებოდა. ნორვეგიელი ამარ პინჯოს ზუსტი სროლის შემდეგ სკანდინავიელები 27:16 დაწინაურდნენ, რაც ხელჩასაჭიდი ლიდერობა გახლდათ. საქართველომ დიდ შესვენებამდე დარჩენილ დროში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა და მესამე პერიოდიდან წინ გასვლა დაიწყო. ნათ მესამე მეოათხედში 23:7 მოიგეს, 10 ქულით დაწინაურდნენ და დარჩენილ დროში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

ყველაზე შედეგიანი ქართველთა მე-7 ნომერი გიორგი ოჩხიკიძე იყო. მან 30:57 წუთი ითამაშა, რა დროშიც 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 წლის გამთამაშებელს სარგებლიანობის კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი, 29 ჰქონდა.

ოჩხიკიძის გარდა, 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გამოიმუშავა ვატო გაჩეჩილაძემ, ხოლო მეტოქეთა ნაკრებში ყველაზე მეტი - 9-9 ქულა ამარ პინჯომ და ალექს ბორგმა ჩააგდეს.

საქართველოს ასაკობრივი გუნდი B ჯგუფში ნორვეგიის გარდა, ბულგარეთის, ბოსნია ჰერცეგოვინას, ნიდერლანდებისა და კოსოვოს ნაკრებ გუნდებთან იმყოფება და პირველ პოზიციაზეა. მათ გუშინ კოსოვოს 27 ქულიანი სხვაობით - 87:60 აჯობეს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები ხვალ ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატრებს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში მთლიანობაში 22 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 3 საუკეთესო ელიტარული, A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

0.114288