ფეხბურთი

15:42 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედეგორი „არსენალის“ კაპიტანი გახდა

„არსენალის“ ნახევარმცველი, მარტინ ედეგორი, გუნდის ახალი კაპიტანი გახდა - წერს „მეთოფეთა“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

„მარტინს უკვე აქვს კაპიტნის სამკლავურის ტარების გამოცდილება. შარშანდელი მარტიდან ის ნორვეგიის ნაკრების კაპიტანია. წარმატებას ვუსურვებთ მას.“ - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ედეგორი „არსენალში“ მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა 2021 წელს იჯარის წესით. მალევე კი სრულფასოვანი კინტრაქტიც გააფორმა.

0.124617