მიმდინარე სეზონიდან ფორმულა 1-ში ახალ რეგლამენტი მოქმედებს, რომლის შესაბამისადაც, უკანა ფრთას არ უნდა ჰქონდეს ვერტიკალური ფირფიტა, რომელიც უკან ფრთის ძირითად სიბრტყეზე მაღალი იქნება. ამასთან, ეს ფირფიტა ფრთასთან უნდა იყოს გაერთიანებული. ეს გამორიცხავს სტრუქტურის უკან, ჰაერის ძლიერი ტურბულენტური ზონის წარმოქმნას.
„ასტონ მარტინის“ ახალი ფრთა, ვიზუალურად რეგლამენტის დარღვევად აღიქმება. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ასე არაა. ბრიტანული გუნდის ვერსიის ფრთაზე, ძირითად ჰორიზონტალურ სიბრტყეს აქვს ვერტიკალური გაგრძელება, რომელიც მომრგვალებული ფორმით გადადის ვერტიკალურ ფირფიტაში. ამ ფორმის ძირითადი სიბრტყე არავის აუკრძალავს. შესაბამისად, „ასტონ მარტინს“ რეგლამენტი არ დაურღვევია.
ახალ სტრუქტურა, მის სიახლოვეს ჰაერის ნაკადის მოწესრიგების შესაძლებლობას იძლევა და ასევე წარმოქმნის ტურბულენტურ ჭავლს, რომელიც უკან მომავალი მანქანისთვის, ჰაერის ნაკადს აუარესებს. შესაბამისად, მისი ჩაჭიდება უარესდება, რაც გასწრებას ართულებს.
გუნდები სადაო სიახლეებს, FIA-სთან კონსულტაციის გარეშე არ ნერგავენ. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ „ასტონ მარტინის“ ინოვაცია, მისი მეტოქეების უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს ყველაფერი კი შესაძლოა იმით დასრულდეს, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია ასეთი ფრთის გამოყენებას, რეგლამენტში დამატების შეტანით აკრძალავს. ასეთი რამ ადრეც არაერთხელ მომხდარა.
ნებისმიერ შემთხვევაში, „ასტონ მარტინმა“ დაამტკიცა, რომ მის ინჟინრებს ორიგინალური იდეების შემუშავების უნარი აქვთ, რაც რა ტქმა უნდა, მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვებაა და პატივისცემას იმსახურებს.