მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და იოლი გამარჯვება იზეიმა. რუსული გრანდი ვთბ-ლიგაში ტურნირის დებიუტანტ “ბიზონსს” დაუხვდა და ფინელები 99:70 გაანადგურა.
სასიხარულოა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ისევ სასტარტო ხუთეულში იყო და 19:38 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, მოსკოველთა ბერძენმა დამრიგებელმა დიმიტრის იტუდისმა განაცხადში მყოფი 12-ვე კალათბურთელი ათამაშა, ყველაზე შედეგიანები კი უიმსი (15), ტეოდოსიჩი (14), ჯეკსონი (13), ჰაინსი (13) და ფრიძონი (10) იყვნენ.
ცსკა-ს ვთბ-ლიგაში მორიგი მატჩი 12 ოქტომბერს ელის, როდესაც ყუბანში “ლოკომოტივს” ესტუმრება.