საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 7 მედლით დაასრულა.
ტურნირის ბოლო დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა და ორივე მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ტაბატაძემ ჩვენს ქვეყანას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. გიორგი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი ესტონელ, გერმანელ და პოლონელ მეტოქეებს აჯობა. ფინალში ქართველმა ფალავანმა თურქ რეჩერ ერგინს იპონით სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
კიდევ ერთი მედალი საქართველოს 100 კილოგრამში მოასპარეზე გიორგი ბადუაშვილმა მოუტანა. ტაბატაძის მსგავსად გიორგიც პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი უნგრელ მეტოქეს აჯობა და რუმინელთან დამარცხდა. მან რეპეშაჯში გადაინაცვლა, სადაც სომეხ ერიკ საგატელიანს მოუგო.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში 32 ქვეყანას შორის მე-3 ადგილზე გავიდა, ვაჟთა შორის კი პირველი პოზიცია დაიკავა.