„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავი, ნეიმარი, 2022 წლის ოქტომბერში თაღლითობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება. საქმე ეხება 2013 წელს ბრაზილიელის „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლას.
El Pais-ის ცნობით, კომპანია DIS-მა, რომელიც მაშინ ნეიმარის სატრანსფერო უფლებების 40 პროცენტს ფლობდა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა თავად ფეხბურთელის, მისი მშობლების, „სანტოსის“ ყოფილი დირექტორის ოდილიო როდრიგესის, ასევე „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტების, ჟოზეფ ბარტომეუსა და სანდრო როსელის წინააღმდეგ.
კომპანია ამტკიცებს, რომ გაცილებით ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ამ ტრანსფერიდან ეკუვნოდა და 150 მილიონევროიან კომპენსაციას ითხოვს.
პროკურატურა ნეიმარის 2 წლით დაპატიმრებას და მისგან 10 მილიონი ევროს გადახდას მოითხოვს. კომპანია DIS კი ფეხბურთელის ხუთი წლით „ჩასმას.“
სასამართლო წლეულს 17-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.