ლუის სუარესი ურუგვაიში დაბრუნდა და კარიერას მონტევიდეოს „ნასიონალში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„ახლა უკვე ოფიციალურად! ვამაყობ, რომ „ნასიონალში“ დავბრუნდი. მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, - დაწერა სუარესმა სოციალურ ქსელში.
ლუის სუარესი „ნასიონალის“ აკადემიაში აღიზარდა და 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მან კლუბი 2006 წელს დატოვა, შესაბამისად, „ნასიონალს“ 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
ლუისი ევროპული კარიერის განმავლობაში „გრონინგენის“, „აიაქსის“, „ლივერპულის“, „ბარსელონასა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.