ფეხბურთი

22:37 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი აგენტი: "კვარაცხელია ფრანგულ კლუბს ძალიან უნდოდა, მასზე ოცნებობდნენ"
"მისი წაყვანა "სპარტაკში" მსურდა, მაგრამ საჭირო პირობები არ იყო"

ფიფას აგენტმა ფრანკო კამოციმ, რომელიც ადრე რუსეთში მუშაობდა, იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელის გადაყვანა მოსკოვის „სპარტაკში“ სურდა.

გარდა ამისა, იტალიელმა გაამხილა, რომ კვარაცხელიას მიმართ ძალიან სერიოზულ ინტერესს ფრანგული „ნიცა“ იჩენდა.

„კვარაცხელია „ნიცასაც“ ძალიან უნდოდა, ის ფრანგების ოცნება იყო. მეც მინდოდა მისი „სპარტაკში“ გადაყვანა, მაგრამ შესაბამისი პირობები არ იყო. გარწმუნებთ, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია „ნაპოლიში“ გაბრწყინება. ვინც მის თამაშებს უყურებს, ყველას მხრიდან იგრძნობა სითბო და მხარდაჭერა. ერთადერთი საყოყმანო ფიზიკური მდგომარეობაა, თუმცა სპალეტის პერსონალი რა თქმა უნდა, ამაზე უკვე იმუშავებს“, - თქვა კამოციმ.

0.11831