სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ მესამე მედალი მოიპოვა.
ამჯერად ბრინჯაოს მედალს ძიუდოისტი თორნიკე მოსიაშვილი (66 კგ) დაეუფლა. მან ნახევარფინალამდე წარმატებით მისვლა შეძლო, სადაც მარცხი განიცადა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოიგო და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.
შეგახსენებთ, გუშინ ოქროს მედალი დავით ლომიტაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი დავით ქარელმა მოიპოვა. საგულისხმოა, რომ საქართველოს სამივე მედალი ამ დროისთვის ძიუდოისტების აქტივშია.