ფეხბურთი

17:53 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის თამაშს სერია A-ს ოთხი გუნდის სკაუტები დააკვირდებიან

საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიური კლუბების ინტერესის ქვეშ მოექცა.

Tuttomercato-ს ცნობით, დღეს, „მილანისა“ და „ვოლფსბერგერის“ ამხანაგურ შეხვედრას, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, სერია A-ს ოთხი კლუბის წარმომადგენლები დაესწრებიან და ამის მიზეზი ლოჩოშვილია.

ქართველ მცველს „ტორინოს“, „სამპდორიას“, „ვერონასა“ და „უდინეზეს“ სკაუტები დააკვირდებიან. ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული დეტალი უცნობია.

24 წლის ლოჩოშვილს „ვოლფსბერგერში“ 2020 წლიდან 69 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. მას ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლუკამ საქართველოს ნაკრებში ორჯერ ითამაშა (ბულგარეთთან და ესპანეთთან გასულ წელს წაგებულ მატჩებში).

0.112778