ფეხბურთი

15:10 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" 25 წლის მცველი შეიძინა

„ნაპოლიმ“ სამხრეთ კორეის ნაკრების ფეხბურთელის კიმ მინ-ჯაეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

25 წლის მცველმა „აძურისთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, ხელშეკრულების განახლება 2 წლით იქნება შესაძლებელი. „ფენერბაჰჩემ“ ტრანსფერში დაახლოებით 20 მილიონი ევრო მიიღო.

კიმ მინ-ჯაემ „ფენერბაჰჩეში“ გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ჩონბუკისა“ და ჩინური „ბეიჯინგ გუოანის“ ღირსებას იცავდა, სამხრეთ კორეის ნაკრებში კი 42 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.114535