ფეხბურთი

14:38 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს

27-31 ივლისს, კიშინიოვში, საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებს გამართავს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები საბერძნეთს, ყაზახეთს და ნორვეგიას დაუპირისპირდება.

B დივიზიონის გათამაშებაში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ნახევარფინალის და შესაბამისად A დივიზიონის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: ხვიჩა მახარაძე, ზურაბ ბორჩაშვილი

წინა ხაზი: კახი თოდაძე, ლევან ფარტენაძე, გიორგი ჟორდანია, სპარტაკ ლომიძე, მალხაზ შამილაძე, გოჩა მახარაძე, ზურაბ შამილაძე, დავით ჯალაღანია, გიორგი დიაკვნიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ნიკოლოზ თოდაძე

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ჯგუფურ ეტაპზე

27 ივლისი | საქართველო - საბერძნეთი | 17:00

28 ივლისი | ყაზახეთი - საქართველო | 13:00

29 ივლისი | საქართველო - ნორვეგია | 13:00

GFF.GE

0.064309