„ნაპოლიმ“ კალიდუ კულიბალის შემცვლელი იპოვა. სამხრეთ კორეის ნაკრების მცველი კიმ მინ-ჯაე უკვე იტალიაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ ნეაპოლელთა ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
კიმი 3-წლიანი კონტრაქტს გააფორმებს, ორი წლით განახლების ვარიანტით. მისი გამოსასყიდი ფასი 50 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ეს მხოლოდ არაიტალიურ კლუბებზე გავრცელდება.
კიმ მინ-ჯაემ „ფენერბაჰჩეში“ გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ჯეონბუკისა“ და ჩინური „ბეიჯინგ გუოანის“ ღირსებას იცავდა, სამხრეთ კორეის ნაკრებში კი 42 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.