საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა დვალი, რომელიც თავისუფალი აგენტია, შესაძლოა „აპოელში“ გადავიდეს. ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა Kerkida.net-ი წერს. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ლაშა დვალი 2019 წლიდან „ფერენცვაროშში“ თამაშობდა და მოედანზე 63-ჯერ გავიდა, გოლი კი ორჯერ გაიტანა. 27 წლის მცველს ასევე უთამაშია „პოგონში“, „სლასკში“, „ირტიშში“, „დუისბურგში“, „ქასიმპაშასა“ და რიგის „სკონტოში“. საქართველოს ნაკრებში კი მის ანგარიშზე 25 მატჩი და 1 გოლია.
შეგახსენებთ, რომ ნიქოზიის „აპოელში“ გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ.