ფეხბურთი

13:32 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ ნაგელსმანი გააკრიტიკა: "მან უპატივცემულობა გამოიჩინა"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცი იულიან ნაგელსმანი გააკრიტიკა.

იტალიელი სპეციალისტის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ნაგელსმანმა ჟურნალისტებთან ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა და კონტე ფიქრობს, რომ ეს პატივცემულობა იყო.

„რა თქმა უნდა, მე ვარ მწვრთნელი, რომელიც სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ საუბრობს. არ ვიცი, რატომ გააკეთა მან ეს. ჩვენთან ყველაფერი ნათელია, კლუბს აქვს პროექტი და ჰარიც მისი ნაწილია. ყოველ შემთხვევაში სხვა კლუბის მოთამაშეებზე საუბარი კარგი ჟესტი არ არის. თუ ვინმე მაინტერესებს, მივდივარ კლუბთან სასაუბროდ და არა მედიის საშუალებით. ვფიქრობ, ეს ცოტა უპატივცემულობა იყო“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი „ბაიერნს“ მას შემდეგ დაუკავშირეს, რაც „რეკორდმაისტერი“ იულიან ნაგელსმანმა დატოვა.

0.12057