მიუნხენის „ბაიერნი“ „ლაიფციგის“ ნახევარმცველის, კონრად ლაიმერის ტრანსფერზე მუშაობს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში მიზანსაც მიაღწიოს.
Bild-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, რადგან მიუნხენელები 23 მილიონ ევროს იხდიან, ხოლო „ხარები“ 30 მილიონს ითხოვენ. თუმცა, ვინაიდან ავსტრიელ ფეხბურთელს კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება, შესაძლებელია „ლაიფციგი“ დათმობაზე წავიდეს.
მომდევნო კვირაში მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდებიან და მოსალოდნელია, რომ შეთანხმებასაც მიაღწევენ.
კონრად ლაიმერი „ლაიფციგში“ 2017 წლიდან თამაშობს და 161 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „ლიფერინგისა“ და „ზალცბურგის“ რიგებში ირჯებოდა.