ფეხბურთი

0:14 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ დე იონგს ხელფასის განახევრება სთხოვა და მისი გამოყენება ცენტრალურ მცველად სურს

ფრენკი დე იონგის „ბარსელონაში“ დარჩენის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში ეჭვქვეშ იდგა, მაგრამ როგორც ჩანს, ნიდერლანდელი „კამპ ნოუზე“ მომდევნო სეზონსაც გაატარებს.

Sport-ი წერს, რომ ჩავის მისი შენარჩუნება სურს, მაგრამ ფეხბურთელს ხელფასის განახევრება მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე ჩავი დე იონგს პირადად შეხვდა და შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, ფრენკი უკმაყოფილო არ დარჩენილა. ასე რომ, მოსალოდნელია, რომ ის ხელფასის განახევრებას დათანხმდება.

გარდა ამისა, ესპანური მედია წერს, რომ ჩავის დე იონგის ცენტრალურ მცველად გამოყენება სურს. ეს პოზიცია ფეხბურთელისთვის უცხო არაა, კარიერის დასაწყისში ცენტრალურ მცველად უთამაშია კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი „ბარსელონამ“ 2019 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ დაიმატა. ნიდერლანდელი ფეხბურთელით მიმდინარე ზაფხულს სერიოზულ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს.

0.11509