ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა „ბარსელონაში“ გადასვლას აქტიურად ცდილობს.
ჟურნალისტი ჟერარ მორენო იტყობინება, რომ ესპანელ ფეხბურთელს კატალონიელთა მთავარ მწვრთნელ ჩავისთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს და დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ტომას ტუხელს მისი გაშვება არ სურს.
ასპiლიკუეტას გარდა, „ბარსელონა“ „სევილიადან“ ჟიულ კუნდეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და წარმატებით დახურვასთანაც ახლოსაა.
შეგახსენებთ, 32 წლის სესარ ასპილიკუეტა „ჩელსიში“ 2012 წლიდან თამაშობს და 476 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „მარსელისა“ და „ოსასუნას“ ღირსებას იცავდა, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 40 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.