კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თამაშით კმაყოფილია, შედეგი კი ამ შეხვედრაში ყველაზე უმნიშვნელო იყო.
„საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, კარგი განცდა დაგვიტოვა თამაშმა, რაც ახლა მნიშვნელოვანია. ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ კატალონიელებს ძალიან მოსწონთ მადრიდის „რეალის“ დამარცხება. პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო, მეორე - არც ისე კარგი.
კარგად ვემზადებით და დღეს კარგი „ბარსა“ ვნახეთ. ვფიქრობ, „რეალზე“ უკეთესები ვიყავით და კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა, მთავარი მიზანი სეზონში ტიტულების მოგებაა“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგის პირველ ტურში 13 ივლისს, „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება, ხოლო მანამდე ამხანაგურ მატჩებს „იუვენტუსის“, „ნიუ იორკ რედ ბულისა“ და „პუმასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.