საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა თბილისში მიმდინარე B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა, მას შემდეგ, რაც ირლანდიის ნაკრებთან უშანსოდ წააგო.
საქართველომ ძალიან ცუდად ითამაშა და შეხვედრა მხოლოდ 52 ქულით დაასრულა, სანაცვლოდ კი საკუთარ კალათში 75 ქულა მიიღო და შესაბამისად, დიდი ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე მე-11 ადგილის დაკავებას ეცდება და ამისთვის ხვალ კოსოვოსთან გამარჯვება სჭირდება, ხოლო ირლანდია მე-9 ადგილისთვის ფინალში უნგრეთს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მანამდე ჯგუფური ეტაპიც ვერ დაძლია და ამრიგად, A დივიზიონში გადასასვლელად ბრძოლა ვერ მოახერხა.