„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი, „ბარსელონას“ მცველით, სერჟინიო დესტით დაინტერესდა. დესტს ის „აიაქსში“ ყოფნისას ავარჯიშებდა - გვამცნობს Caught Offside.
წყაროს ინფორმაციით, 21 წლის ამერიკელი მცველი ალბათ დათანხმდება მანჩესტერელთა წინადადებას, „ბარსელონა“ კი მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.
ტენ ჰაგს გუნდში „ბარსელონას“ სხვა ნიდერლანდელი ფეხბურთელის, ფრენკი დე იონგის მიწვევა სურდა, მაგრამ ნახევარმცველმა ინგლისურ კლუბში გადასვლა იუარა.