სამდღიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლი“ სეზონისთვის მზადებას დღეს განაახლებს. იტალიურმა გუნდმა დიმარო დატოვა და მომზადებას დღეიდან კასტელ დი სანგროში გააგრძელებს.
ლუჩანო სპალეტის კლუბის განაცხადი, რომლითაც ნეაპოლელები შეკრების მეორე ნაწილს გაივლიან, უკვე ცნობილია და ცხადია, განაცხადშია ხვიჩა კვარაცხელიაც. მოსალოდნელია, რომ კასტელ დი სანგროში „ნაპოლის“ ახალწვეულებიც შეუერთდებიან - ჯოვანი სიმეონე და კიმ მინ-ჯაე, რომელთა ტრანსფერები უახლოეს დღეებში უნდა გაოფიციალურდეს.
მეკარეები: ნიკიტა კონტინი, უბერტ იდასიაკი, დავიდე მარფელა, ალექს მერეტი
მცველები: დავიდე კოსტანცო, ჯოვანი დი ლორენცო, ჟუან ჟესუსი, მარიო რუი, მატიას ოლივერა, ლეო ოსტიგარი, ამირ რაჰმანი, ალესანდრო ძანოლი, კარიმ ზედადკა
ნახევარმცველები: ფრან სამბო ანგისა, დიეგო დემე, ელიფ ელმასი, ფაბიან რუისი, ჯანლუკა გაეტანო, სტანისლავ ლობოტკა, პიოტრ ზიელინსკი
თავდამსხმელები: ჯუზეპე ამბროზინო, ხვიჩა კვარაცხელია, ირვინგ ლოზანო, ვიქტორ ოსიმენი, ადამ უნასი, ანდრეა პეტანია, მატეო პოლიტანო, ალესიო ძერბინი
„ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში 6 აგვისტომდე მოემზადება და ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი 27 ივლისს, თურქულ „ადანა დემირსპორს“ შეხვდება, ხოლო შემდეგ ესპანურ კლუბებს გაეჯიბრება - „მალიორკას“ (31 ივლისი), „ჟირონას“ (3 აგვისტო) და „ესპანიოლს“ (6 აგვისტოს).
აქვე გეტყვით, რომ სერია A-ს პირველ ტურში ნეაპოლელები 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდებიან.