ფეხბურთი

11:10 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "ხვიჩა კვარაცხელია რაღაცით მოჰამედ სალაჰს მაგონებს"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში თქვა, რომ „ნაპოლისთვის“ ლორენცო ინსინიე და კალიდუ კულიბალი ძალიან დიდი დანაკარგია, ამიტომაც, ლუჩანო სპალეტი სეზონის სტარტზე ყველაზე რთული ამოცანის წინაშე იქნება.

თუმცა, კაპელო „ნაპოლის“ მაინც ინტერესით ელოდება და ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა.

„ჩემი აზრით, სეზონის დასაწყისში ყველაზე რთული ამოცანა სპალეტის ექნება შესასრულებელი. მან კულიბალი დაკარგა, რომელიც გუნდისთვის უსაფრთხოების გარანტი იყო და ინსინიე, რომელიც გოლებს იტანდა და საგოლე პასებს აკეთებდა. თუმცა, „ნაპოლი“ ჩემში მაინც დიდ ინტერესს იწვევს. მაგალითად, კვარაცხელია მოძრაობებით ძველ სალაჰს რაღაცით ჰგავს“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეიდან პრესეზონზე მეორე შეკრებას დაიწყებს, რომელსაც კასტელ დი სანგროში გაივლის.

0.111455