„იუვენტუსმა“ 2022-2022 წლების სეზონში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ლას-ვეგასში გვადალახარას „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა, განსაკუთრებით გადახალისებული შემადგენლობა კი მოედანზე მეორე ნახევარში იყო.
საბოლოოდ, ტურინელებმა 23-წლამდე გუნდის ფეხბურთელების, მარკო და გრასასა და მატია კომპანიონის გოლებით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ „იუვეში“ დებიუტი ჰქონდა ანხელ დი მარიას, ხოლო პოლ პოგბას რე-დებიუტი, რომელიც გუნდში 2016 წლის შემდეგ დაბრუნდა.
„იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს დალასში, „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.