იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის სტარტი შესაძლოა გადაიდოს. როგორც Lega Serie A-ს პრეზიდენტო ლორენცო კაზინიმ განაცხადა, 13 აგვისტოსთვის, როდესაც პირველი ტურია დაგეგმილი, იტალიაში ძალიან მაღალი სიცხეა მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა სეზონის დაწყება შეაფერხოს.
„პირველი განგაში კლიმატს უკავშირდება, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამინდელი ტემპერატურა გაართულებს სეზონის 13 აგვისტოს დაწყებას, როდესაც კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებული შესვენების გამო ანომალიური სეზონი იქნება და სამწუხაროა, რომ იტალიის ნაკრები არ ითამაშებს. თუმცა, ეს ჩვენთვის ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი იქნება, რომ ახალგაზრდებში უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ“, - თქვა კაზინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს პირველი ტური 13-14 აგვისტოს უქმეებზე უნდა გაიმართოს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ 15 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.